ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სამართლიანი არჩევნები" ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს
29 ოქტომბერი, 2018, 10:29
სამართლიანი არჩევნები  ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

თბილისი (GBC) - ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები"  ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს. 

ორგანიზაციის ცნობით, არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 99.0%-ისგან.

 ყოველი შედეგისთვის ცდომილების ზღვარი მითითებულია ცხრილში და ის გამოთვლილია 95%-იანი სანდოობის ინტერვალით.

კანდიდატი

გამოთვლილი პროცენტი

ცდომილების ხარისხი

მინიმალური შედეგი

მაქსიმალური შედეგი

#5 გრიგოლ ვაშაძე

38.5%

1.0%

37.5%

39.5%

#48 სალომე ზურაბიშვილი

37.6%

0.9%

36.7%

38.5%

#2 დავით ბაქრაძე

11.0%

0.5%

10.5%

11.5%

#10 შალვა ნათელაშვილი

3.8%

0.2%

3.6%

4.0%

#25 დავით უსუფაშვილი

2.3%

0.2%

2.1%

2.5%

#36 ზურაბ ჯაფარიძე

2.2%

0.2%

2.0%

2.4%

#21 კახა კუკავა

1.3%

0.1%

1.2%

1.4%

 ყველა სხვა კანდიდატის შედეგი 1%-ზე ნაკლებია.

 "ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების საფუძველზე, „სამართლიან არჩევნებს“ შეუძლია დარწმუნებით განაცხადოს, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 50%+1 ბარიერი არცერთ კანდიდატს გადაულახავს. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება, ხოლო მეორე ტური გაიმართება გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის", - აცხადებს ორგანიზაცია.

აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 37.5%-სა და 39.5%-ს შორის, ხოლო სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი - 36.7%-სა და 38.5% ინტერვალშია.

სტატისტიკურად, თანაბარი ალბათობით არის შესაძლებელი, რომ შედეგი იყოს ინტერვალის ნებისმიერ წერტილში. იმის გათვალისწინებით, რომ ორი კანდიდატის შედეგების ინტერვალები ერთმანეთს კვეთს, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, თუ რომელი კანდიდატი არის პირველ ადგილზე და რომელი მეორეზე.  

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათილად ცნობილი ბიულეტენთა პროცენტული მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით შეადგენს 3.2% (+/- 0.2%-ანი სანდოობის ინტერვალით). ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია 2013 წლის საპრეზიდენტო მონაცემთან შედარებით (1.8%).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები