ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კვირიკაშვილი:მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერობისას  არ გამდიდრებულა
28 ოქტომბერი, 2018, 14:18
კვირიკაშვილი:მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერობისას  არ გამდიდრებულა

თბილისი (GBC) - მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერობისას  არ გამდიდრებულა, - გიორგი კვირიკაშვილი მისი სახლის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟს პასუხობს და იმ დოკუმენტაციას წარადგენს, რაც სახლის აშენებას ეხება. 

 

„სამწუხაროა, რომ არ იქნა ჩემგან ინფორმაცია გამოთხოვილი ან გადამოწმებული. ჟურნალისტმა იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ 2016 წლის საჯარო რეესტრის ჩანაწერით. არადა, უფრო მეტი რომ მოეკვლია, მინიმუმ მაინც უნდა ენახა ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 2012 წლიდან ივსება და 2012 წელსაც მაქვს აღნიშნული, რომ იქ იყო არა მხოლოდ მიწის ნაკვეთი, არამედ სახლიც. მინიშნებულია, რომ 250 კვადრატული მეტრი იყო სახლი. პატიოსნად ვიმსახურე, სადაც ვიმსახურე. სამწუხაროდ, პოლიტიკამ გადასანსლა ყველაფერი საქართველოში და არ დატოვა არცერთი ამოსუნთქვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პოლიტიკური რეპორტაჟი", - განაცხადა მედიასთან  გიორგი კვირიკაშვილმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სოფელ ქვეშეთში მიწის ნაკვეთი და სახლი  ბანკი ქართუს გენერალური დირექტორის რანგში მიღებული ანაზღაურებით აქვს აშენებული. 

"სახლის ასაშენებლად ნაწილობრივ სესხითაც ვისარგებლე, რისთვისაც იპოთეკით დატვირთულია თბილისში მდებარე სახლი, რომელშიც ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და რომელიც ასევე შეძენილია 2006 წელს იპოთეკური სესხით. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი დღესაც დატვირთულია იპოთეკით, შესაბამისად, 10 წელზე მეტია, ყოველთვიურად ვიხდი ბანკში არსებულ სესხს.

ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია ჩემს დეკლარაციაში, რომლის ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს სახლი ქვეშეთში პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ავაშენე, გახლავთ რეალობის განზრახ დამახინჯება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები