| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საპრეზიდენტო კანდიდატების ჯამური შემოსავლების 61% „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატზე მოდის.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და კვალიფიციური პარტიების მიერ წარდგენილმა ხუთმა ძირითადმა კანდიდატმა მთლიანობაში 6 762 283 ლარის ოდენობის შემოსავალი (ყველა წყაროდან) მიიღეს;
ყველაზე მეტი შემოსავალი – 4 145 207 (61%) ლარი სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, შემდეგ მოდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 1 360 023 ლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატი დავით ბაქრაძე - 864 046 ლარით.
მიუხედავად იმისა რომ სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დაფინანსებას არ იღებს, მის მიერ მიღებული შემოსავლები მაინც დაახლოებით სამჯერ აღემატებოდა გრიგოლ ვაშაძის და ერთნახევარჯერ - ხუთივე ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის ერთად აღებულ შემოსავლებს;
საბანკო სესხით მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა ისარგებლა. მან 1 ოქტომბერს „ბანკი ქართუსგან“ 1 მლნ ლარი ისესხა, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი 10%-ს შეადგენს, ხოლო ვადა სამ თვემდეა;
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ექვსმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მთლიანობაში 4 226 120 ლარის ოდენობის შემოწირულება მოიზიდეს, საიდანაც 99% ფიზიკური პირების მიერ გაღებული თანხაა.
შემოწირულებების უდიდესი ნაწილი 3 105 011 ლარი (73%) სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, შემდეგ მოდის გრიგოლ ვაშაძე 583 820 ლარით, დავით ბაქრაძე – 516 404 ლარით, დავით უსუფაშვილი – 13 290 ლარით, კახა კუკავა – 6 596 ლარით და შალვა ნათელაშვილი - 1 000 ლარით. ამ მონაცემებით ჩანს, რომ ზურაბიშვილის მიერ მიღებული შემოწირულებები დაახლოებით ხუთჯერ აღემატება გრიგოლ ვაშაძის და ორნახევარჯერ - ხუთივე ოპოზიციური კანდიდატის ერთად აღებულ შემოწირულებებს;
„ოქტომბრის დასაწყისში საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 2 და 3 ოქტომბერს ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკების 15-მდე ექიმის მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაღებულმა შემოწირულობებმა. ამ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მესამე პირის მეშვეობით განხორციელებულ შემოწირულებას, რაც ქართული კანონმდებლობით აკრძალულია და ითვალისწინებს ჯარიმას შეწირული თანხის ორმაგი ოდენობით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაწყებული აქვს ამ საქმის შესწავლა.
სალომე ზურაბიშვილის 148 შემომწირველიდან 46 პირია ისეთი, რომლებმაც წინა წლებში სხვა პარტიასაც შესწირეს თანხა. მათგან 41 ფიზიკური პირი „ქართული ოცნების“ ყოფილი შემომწირველია, რომლებმაც ზურაბიშვილს ჯამში 836 000 ლარი შესწირეს, რაც მთლიანი შემოწირულებების 28%-ია. გასულ წლებში იგივე პირებს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში დაახლოებით 1 950 000 ლარი აქვთ შეწირული. ასევე, ზურაბიშვილის რვა შემომწირველს 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ აქვს თანხები გაღებული ჯამში 425 000 ლარის ოდენობით”, - აღნიშნულია ანგარიშში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss