ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიძინა ივანიშვილს  ექს- მთავარი პროკურორის  ქონების დაგროვების წყარო აეჭვებს  
26 ოქტომბერი, 2018, 12:05
ბიძინა ივანიშვილს  ექს- მთავარი პროკურორის  ქონების დაგროვების წყარო აეჭვებს  

თბილისი (GBC) - მეც მაქვს კითხვები, არ იყო სარწმუნო ის რაც წავიკითხე, - ბიძინა ივანიშვილს  ექს- პროკურორის ადვოკატის მიერ ქონების დაგროვების განმარტება აეჭვებს.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან   ბიზნესგარიგებებში დამკვიდრებულ პრაქტიკაც განმარტა:  როდესაც ხდება რაღაც საწარმოს მშენებლობა, შუამავალ კომპანიას შეუძლია მხარეების დაკავშირების და კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, საშუამავლო მომსახურების თანხა მიიღო.

თუმცა ივანიშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძის მიერ  ფულის აღება ასეთ როლშიც კი,  იწვევს ეჭვს და უნდობლობას, წარსულში მისი მაღალ თანამდებობაზე ყოფნის გამო.  

ამბობს, რომ ამ თემის კონკრეტული დეტალები არ იცის, თუმცა ადვიკატის განცხადება კითხვებს ტოვებს, რაზეც პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს და პასუხი გაეცემა.

„არ იფიქროთ,  ჩემი მხრიდან ან ხელისუფლების მხრიდან ვინმე შეეცდება ხელი დააფაროს. ასეთია პასუხი ნებისმიერ ჩინოვნიკზე- განაცხადა  ივანიშვილმა.

შეგახსენებთ ადვოკატმა მისი კლიენტის შემოსავლის წყაროდ  Elbit Cyclon-თან კავშირი დაასახელა.

თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძე თვითმფრინავების კომპოზიტიური ნაწილების მწარმოებელი საწარმოს პროექტში შუამავლის როლს ასრულებდა.

„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ბატონი ოთარი ამაყობს ამ პროექტით“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატი ამბობს, რომ მთავარი პროკურორის სავარძლის დატოვების შემდეგ, რომელსაც ის მხოლოდ 47 დღე იკავებდა, ოთარ ფარცხალაძე ბიზნესში იყო ჩართული და სწორი მენეჯმენტით ქონების დაგროვებაც შეძლო.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები