ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
wizz air-ის თვითმფრინავმა  ბუქარესტში იძულებითი დაშვება განახორციელა 
25 ოქტომბერი, 2018, 20:39
wizz air-ის თვითმფრინავმა    ბუქარესტში    იძულებითი დაშვება განახორციელა 

თბილისი (GBC) -  ქუთაისი - ვარშავას ბორტზე შემოწმება დასრულდა და ცრუ განგაში აღმოჩნდა. 

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებით, 25 ოქტომბერს „ვიზეარის“ რეისმა W6 1576 ქუთაისი - ვარშავას მიმართულებით იძულებითი დაშვება განახორციელა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა.

ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრთხოდ იქნა გადაყვანილი ხომალდიდან.

"ამჟამად შემოწმების პროცესი დასრულებულია. აღმოჩნდა ცრუ განგაში. თვითმფრინავი გადაყვანილია სადგომზე და მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა", - აცხადებს უწყება. 

შსს -მ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

"დამატებით გაცნობებთ, რომ დადგინდა ზარის ავტორი და მასთან გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ ზარი განხორციელდა სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, ავიაკომპანია ვიზეარმა მიიღო გადაწყვეტილება ქუთაისი - ვარშავას ავიარეისი ნომრით W6 1576 დაფრენილიყო ბუქარესტის აეროპორტში და საავიაციო უშიშროების ნორმების შესაბამისად ხომალდს ბუქარესტში ჩატარებულიყო დამატებითი შემოწმება", - აცხადებენ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში". 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები