ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოში დაბრუნდა
24 ოქტომბერი, 2018, 16:06
თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოში დაბრუნდა

თბილისი (GBC) - თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობისა და ღირებულების სამეფო საგანძური დღემდე არ დაბრუნებულა.

პორტრეტის აღმოჩენის შესახებ GBC-ი უკვე წერდა. 1Stdibs -ზე გამოტანილი, ირანის სამეფო ოჯახის წევრად  „მონათლული“ თეიმურაზ II -ის პორტრეტის გამოსყიდვის პროცედურა ხელოვნების სასახლემ დაიწყო.

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია დაუკავშირდა ფონდ „ქართუს“, რომელმაც სრული - ფინანსური და ორგანიზაციული დახმარება გასწია ნახატის შესაძენად.  რამდენიმე დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, საბოლოოდ, უნიკალური პორტრეტი „ქართუ“ ფონდმა 38,400 აშშ დოლარად შეისყიდა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

ხელოვნებადმცოდნეები მიიჩნევენ, რომ გარდა იმისა, რომ ქართველი მეფის პორტრეტის საქართველოში დაბრუნება გამორჩეული და უნიკალური მოვლენაა, მას თან ემოციური დატვირთვაც ახლავს, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თეიმურაზმა რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო, ის უკანა გზაზე შეუძლოდ გახდა და გზაშივე გარდაიცვალა და სამეფო ამალამ ქართველი მეფე ასტრახანში დაკრძალა.

მას შემდეგ საქართველო არაერთხელ შეეცადა გვირგვინოსნის სამშობლოში გადმოსვენებას, მაგრამ ეს ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა. ამდენად, პორტრეტის სამშობლოში დაბრუნება განსაკუთრებულ ისტორიულ მოვლენასთან ერთად, სიმბოლურიცაა.

ნახატს საქართველოში უკვე  ჩაუტარდა პირველადი საექსპერტო დათვალიერება და სარესტავრაციო შემოწმება, რითაც სრულად დასტურდება უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნის ყველა პირობა.

თეიმურაზ მეფის პორტრეტი თეატრის, მუსიკის,  კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში  25 ოქტომბრიდან გამოიფინება.  2  დღის  განმავლობაში  მუზეუმის  კარი  ღია  იქნება  ყველა  დამთვალიერებლისთვის  და  მეფე  თეიმურაზ მეორის  პორტრეტის  ნახვა  ყველა  მსურველს  უფასოდ  შეეძლება.  სამეფო საგანძურის დაბრუნებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში 24 ოქტომბერს 17:30 გაიმართება.

თეიმურაზ მეორის პორტრეტის საქართველოში დაბრუნება ფონდ „ქართუსა“ და თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობას კიდევ ერთი მაგალითია.

„ქართუმ“ 2001-2003 წლებში დააფინანსა ხელოვნების სასახლის რეაბილიტაციის პროექტი. ასევე, 2017 წელს ფონდის ფინანსური ხელშეწყობით დაიბეჭდა ინგლისურ-ქართული კრებულის "ერეკლე მეფე ინგლისურ და ბრიტანულ პრესაში" გამოცემა.

ფონდი ქართუს ცნობით,  ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ჯამური ღირებულება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა ქვეყნის კულტურის, ინფრასტრუქტურის თუ სხვა სექტორებში. 800-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრირებაზე 100 მილიონი ლარამდე დაიხარჯა.

მხოლოდ მიმდინარე წელს 57 ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელზეც ჯამში 11 მილიონი ლარი იხარჯება.

2015-16 წლებში ფონდის ძალისხმევით საქართველოში დაბრუნდა ფიროსმანის ორი მნიშვნელოვანი ტილო, „არსენალის მთა ღამით“ და „შველი წყლის პირას“, ჯამური ღირებულებით ხუთნახევარი მილიონი ლარი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები