| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- სებ-მა მონეტარული პოლიტიკის კურსი უცვლელად შეინარჩუნა.
ცენტრალური ბანკის ანალიტიკოსების გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 7%-ის ნიშნულზე შენარჩუნდა.
წლის დასაწყისიდან განაკვეთი 7.25% იყო. დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის ფონზე სებ-მა ივლისში განაკვეთი შეამცირა, თუმცა თურქეთში დაწყებული ლირას კრიზისის და ლარის გაუფასურების ფონზე სებ-მა პოლიტიკის შერბილება გადადო.
სებ-ი აცხადებს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის ბოლომდე და საშუალოვადიან პერიოდშიც მიზნობრივი მაჩვენებლის (3%) ირგვლივ იმოძრავებს.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდებში გაზრდილია საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკები, რაც ნეგატიური მოლოდინების გააქტიურებასა და სავალუტო ბაზარზე მერყეობის ზრდას უწყობს ხელს. თუმცა მეორეს მხრივ, დაბალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, შემცირებულია ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები.
"ეროვნული ბანკის შეფასებით, პოლიტიკის ნორმალიზაციის, ანუ გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის საჭიროება კვლავაც დგას, თუმცა ნორმალიზაციის სიჩქარე დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება პოტენციური დონიდან მოთხოვნის ჩამორჩენა, ხოლო, მეორე მხრივ, თუ რამდენად ძლიერი იქნება რეგიონში გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემა", - აცხადებს სებ-ი.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 12 დეკემბერს გაიმართება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss