| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სამედიციონო და კოსმეტიკური მიზნებით მარიხუანას წარმოებას მხარს ვუჭერდი ერთად -ერთი მიზეზით, რომ ძალიან დიდი ხიბლია, იმაში რომ 1 მილიარდის ექსპორტი მოვახერხოთ სოფლის მეურნეობს პროდუქციით, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ქართული ოცნების დამფუძნებელი ამბობს, რომ გუნდმა ნახა საზოგადოების, საპატრიარქოს რეაქცია, რასაც მთელმა გუნდმა ანგარიში გაუწია და შეჩერდა კანონპროექტი.
მისი თქმით, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებით კანაფის კულტივაციაზე.
"500%-ზე მეტია რენტაბელობა და არის ძალიან დიდი, ობიექტური გათვლები, რომ 1 მილიარდის ექსპორტი განხორციელდეს 2-3 წელიწადში", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მან ამ ნედლეულის მწარმოებელი ქვეყნები მოიხმო - აშშ, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია, კანადა და ასევე განვითარებადი უზბეკეთი, რომელიც სამრეწველო დანიშნულებით დიდი რაოდენობით მარიხუანას აწარმოებს.
"პროექტი შეჩერდა, გაგრძელდება მსჯელობა თუ დავრწმუდებით რომ მართლაც ხიფათის შემცველია, ჩვენი გუნდი არასოდეს არ წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არც ახლა წავა", - აღნიშნა ივანიშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss