| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობა გეგმავს მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით.
საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში ჩაანაცვლებს ავტოპარკს.
მამუკა ბახტაძის თქმით, ეტაპობრივად დაიწყება განბაჟებისას ელექტრომობილებისთვის შეღავათების მინიჭებას, შიგაწვის ძრავიან ავტომობილებთან შედარებით. ასევე დაიწყება შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.
"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთი სალიზინგო სქემების ამოქმედებას, რომლითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტიურად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავის დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5 წლის ვადაში გამოისყიდის ავტომობილს დამატებითი დანახარჯის გარეშე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2 ყველაზე ცნობილ ბრენდთან, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა.
პრემიერის თქმით, მომავალი კვირიდან დაიწყება საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანა და 1 წლის განმავლობაში 2000 -ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა "car sharing" -ის პრინციპით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss