| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 2018 წლის რთველი დასრულდა, მინისტრი დავითაშვილი მიღწევებს აჯამებს.
საქართველოში წელს რეკორდული რაოდენობის მოსავალი გადამუშავდა, 22 ათასმა მევენახემ ყურძნი სუბსიდირების გარეშე ჩააბარა. თუმცა, პროცესში ჩართული იყო სახელმწიფო კომპანია „აკურა“, რომელსაც 30 მლნ ლარის შესყიდვის განხორციელების უფლება ჰქონდა. სულ 6 წლის განმავლობაში მევენახეებმა
„საქართველოში წელს რეკორდული რაოდენობის, 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა (2012 წ. – 52 ათასი ტ) მოსახლეობამ 300 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ასევე რეკორდულია ქართული ღვინის ექსპორტის მონაცემები. 2018 წლის დასასრულისთვის, დაახლოებით, 100 მლნ ბოთლამდე ღვინის ექსპორტის განხორციელებას ველოდებით“, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა რთველის შემაჯამებელ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ 6 წლიან პერიოდში მევენახეების შემოსავალმა 950 მილიონი ლარი შეადგინა.
ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ 2018 გარკვეული ეტაპის დასასრულია ქართული ღვინის სექტორის განვითარებაში. 2019 წლიდან, მომავალი 5 წლისთვის მთავრობას ახალი მიზნები აქვს დასახული.
„ამ ახალი მიზნების მისაღწევად ყველა წინაპირობა უკვე შექმნილია“, - ამბობს მინისტრი.
დავითაშვილმა დღეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე აღნიშნა: გაშენებულია ახალი ვენახები, შექმნილია ახალი და გაფართოებული ღვინის ძველი საწარმოები, ფუნქციონირებს აგროკრედიტის და აგროდაზღვევის სისტემა, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss