| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ფრაგმენტულად და მარტივად უდგება სახელმწიფო ტურიზმის განითარებას, - ასე აფასებს ტურიზმის ინსტიტუტის დამფუძნებელი მამუკა ბერძენიშილი გიორგი ჩოგოვაძის განცხადებას Airbnb –ზე ბინის გამქირავებელთა შესაძლო დაბეგვრაზე.
არსებული გამოწვევა პირდაპირ კავშირიშია ტურიზმის პოლიტიკის არქონასთან, - მიიჩნევს ბერძენიშვილი და აღნიშნავს, რომ ამავე ლოგიკით გაუგებარია მაშინ რატომ არ ვუწესებთ გიდებს, ტაქსებს, სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, ტურისტულ სააგენტოებს და ა.შ სპეციალურ გადასახადებს?!
„ჩემი აზრით აქ არის სხვა მიზეზი. სასტუმროებს (განსაკუთრებით საერთაშორისო ქსელურებს) აღმოაჩნდათ უფრო დიდი „ხმა“ („ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, არსებულ სასტუმროებს არ შეექმნათ პრობლემა იმიტომ, რომ ვიღაცა გადასახადს არ იხდის.“) ამ პრობლემებზე სასაუბროდ და ამიტომაც იქნა ასე კონტექსტიდან ამოვარდნილი გადასახადის საკითხის განხილვა. სასტუმროების, ვეთანხმები მათ, ეს პოზიცია ისევ სახელმწიფოს გაუაზრებელ პოლიტიკასთანაა კავშირში: ბევრი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა პირდაპირ კავშირშია სასტუმროების დატვირთულობასთან, რადგანაც უმეტესობა მათგანი შემდგომ ქირავდება ყოველდღიურად, თანაც, რა გასაკვირია, იაფად. ეს კი პირდაპირ არტყამს სასტუმრო სექტორს. შესაბამისად, ტურიზმის პოლიტიკის უქონლობის გამო, ერთი მიმართულების განვითარება (სამშენებლო ბიზნესი), პრობლემას უქმნის მეორეს (სასტუმრო ბიზნესი), მეორე მესამეს და ასე უსასრულოდ. თანაც, ნაკლებად სავარაუდოა, აღნიშნული გადასახადი ცვლიდეს რაიმეს, რადგანაც ამ ბინების გასაქირავებელი ფასი მაინც გაცილებით დაბალი იქნება სასტურმოსთან შედარებით (საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს რომ ეს გადასახადი არის ე.წ. დატვირთულობის გადასახადი, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს: ტურისტის გადასახადი, განთავსების გადასახადი და ა.შ. იგი ივარირებს 2-დან 10% -დე 1 ტურისტზე დღეში ან ერთ მთლიან გადასახადზე. ამიტომ,პირიქით, ხომ არ აჯობებს, სახელმწიფომ თავისი გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, „ბოდიშის“ მოხდის მიზნით, სასტუმროებს გადასახადები შეუმციროს?“, - წერს ტურიზმის ინსტიტუტის დამფუძნებელი.
მისი თქმით, ტურიზმის განვითარების მიდგომა უნდა იყოს კომპლექსური და მხოლოდ ერთ კონკრეტულ დეტალს, იმიტომ რომ ვიღაცამ უფრო „ხმამაღლა“ იყვირა, არ უნდა ექცეოდეს ყურადღება.
„სამწუხაროდ, მდგრადობის არაფერი ეტყობა ქართულ ტურიზმს, რომელიც შეიძლება ისე ჩამოგვენგრეს თავზე, რომ ახსნაც კი ვერ შევძლოთ მიზეზის?!“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.
„Airbnb-ი გახდა ძალიან ბევრი სასტუმროს კონკურენტი და შეაწუხა სასტუმროები, უხეშად რომ ვთქვათ, ამ სიტუაციამ. ამ მიმართულებით იგეგმება ის, რომ ჩვენ ვსწავლობთ ყველაზე კარგ მაგალითს, თუ როგორ დარეგულირდა სხვა ქვეყნებში ეს, “ – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ, TV პირველზე, საქმიან დილაში სტუმრობისას, აღნიშნა, რომ ამოცანაა, ერთი მხრივ, არსებულ სასტუმროებს არ შეექმნათ პრობლემა იმიტომ, რომ ვიღაცა გადასახადს არ იხდის. ასევე ბიზნესს არ შეეხოს პრობლემა და თან გადასახადი დამატებითი შემოსავალია პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტში და ამის ადმინისტრირება უნდა მოხდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss