| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელი დავით თვალაბეიშვილი გახდა.
მან სულხან ზუმბურიძე ჩაანაცვლა, რომელიც კომპანიას 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
სსე-ს თანამშრომლებს კომპანიის ახალი ხელმძღვანელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ წარუდგინა.
დავით თვალაბეიშვილი სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტების კოორდინატორად სამხრეთ კავკასიაში, ასევე ფონდის „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკული პროექტების მენეჯერად, 2012 წლიდან კი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ხელძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდში, კომპანიაში მასშტაბური პროექტები განხორციელდა, რის შედეგადაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ენერგეტიკულ სუბიექტებს შორის ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიად იქცა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss