ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს ეროვნული ნაკრები €1,5 მილიონს მიიღებს
17 ოქტომბერი, 2018, 17:18
საქართველოს ეროვნული ნაკრები €1,5 მილიონს მიიღებს
 

თბილისი (GBC) - საქართველოს იტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა უეფას ტურნირის ჯგუფური ეტაპი დაძლია და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ერთა ლიგის D ზონის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

როგორც 1tv წერს, ლატვიასთან 3:0 მოგებით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამატებითი შემოსავლებიც მოიპოვა.

UEFA-მ ერთა ლიგის მონაწილეებს პრემიალური თანხები დაუწესა, 10 ოქტომბერს კი მისი ოდენობა გაზარდა, ხოლო სოლიდაობის ფონდიდან შემოსავლები 55 ასოციაციისთვის 50%-ით გაიზარდა. თუკი თავიდან ჯგუფურ ეტაპზე “დ” დივიზიონის ჯგუფში გამარჯვებისთვის 500 ათასი ევრო იყო დაწესებული, ახლა 250 ათასი დაემატა და 750 ათასი გახდა.

UEFA-მ 10 ოქტომბერს ასევე გადაწყვიტა, რომ ჯგუფების გამარჯვებულების ბონუს პრიზების გასამრჯელო გაეზარდა და ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულებს 750 ათასი ევრო კიდევ დაემატათ. ჯამში გამოვიდა, რომ საქართველოს ნაკრებმა 1,5 მილიონი ევრო უკვე გამოიმუშავა.

ერთა ლიგის მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სტუმრად ანდორას წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ჩვენი გუნდი 19 ნოემბერს ყაზახეთს უმასპინძლებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები