ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
KTW კახეთში ახალ ტურისტულ კომპლექსს ხსნის
მარიამ მინაძე
17 ოქტომბერი, 2018, 11:58
KTW კახეთში ახალ ტურისტულ კომპლექსს ხსნის

თბილისი (GBC) – „კახური ტრადიციული მეღვინეობა კახეთში ახალ ტურისტულ კომპლექსს ხსნის.

KTW-ს  „ღვინის სახლი“ სტუმრებს  20 ოქტომბერს მიიღებს.  კომპლექსი  აერთიანებს: ღვინის მაღაზია-სალონს, სადეგუსტაციო დარბაზსა და კეთილმოწყობილ ტურისტულ ინფრასტრუქტურას.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ „KTW-ს” ღვინის ქარხანა და გაეცნონ ღვინის წარმოების 8000-წლოვან ტრადიციას, მონაწილეობა მიიღონ ღვინის დეგუსტაციაში და ქართული ტრადიციების შესაბამისად  მოწყობილ  „ქართულ ეზოში“ უშუალოდ  ჩაერთონ    კულინარიულ მასტერ-კლასებში. 

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ქართულ ღვინოს და ალკოჰოლურ სასმელებს 2001 წლიდან აწარმოებს და დღემდე  ლიდერი კომპანიის პოზიციას ინარჩუნებს.

კომპანიამ სოფელ პატარძეულში ინვესტირება 2013 წელს ღვინის ქარნის მშენებლობით დაიწყო. სამაცივრე ტექნოლოგიით აღჭურვილი ქარხანა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ყოველწლიურად 13 მილიონ ბოთლ ღვინოს და ბრენდს აწარმოებს, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია წარმოების 20 მილიონ ბოთლამდე გაზრდა.  პროდუქცია ექსპორტზე 21-მდე ქვეყანაში  გადის.

„KTW-ს  „ღვინის სახლი“ წარმოადგენს კომპანიის მორიგ პროექტს, რომელსაც საფუძვლად უდევს KTW-ჯგუფის უკვე არსებული ობიექტების მიმართ მაღალი ინტერესი და ტურისტული ნაკადის ზრდა ქვეყანაში. კომპანიის ახალი ინვესტიცია ხელს უწყობს, როგორც ღვინის ტურიზმის განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ზრდას“, - აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები