ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ისტერია ბაზარზე- რამ დააბნია ინვესტორები
ნინო შუბითიძე
16 ოქტომბერი, 2018, 22:29
ისტერია ბაზარზე- რამ დააბნია ინვესტორები

თბილისი (GBC) –  ანალიტიკოსები საფონდო  ბაზრის ბოლოდროინდელი ქცევის ახსნას ცდილობენ.  რამ ჩამოაქცია ინდექსები, რამ გაზარდა გაყიდვები და რატომ არ უჩანს ბოლო BullMarket-ს.

G&T -ის ბანკირმა გოგა მელიქიძემ TV პირველზე (საქმიანი დილა)   ინვესტორების  დაბნეულობაზე განაცხადა, აღმავალი ტრენდის  გახანგრძლივების გამო,  რასაც აქციების „გამოყრა“ მოჰყვა  და  კაპიტალის ობლიგაციებში გადატანა.  ოქროს  გაძვირებაც ამას უკავშირდება. ინდექსების კლებისას ინვესტორები აქციებს ამითაც ანაცვლებენ.

ბაზარმა მწარმოებელთა ინდექსის (სექტემბრისY.Y)  მცირედი ზრდაც საფრთხედ აღიქვა, სამომხმარებლო ფასებზე გადაცემის საფრთხის გათვალისწინებით. ფასების ზრდას კი ლოგიკურად განაკვეთების ზრდის დაჩქარება მოყვება ხოლმე.

ეს ისტერია  ხუთშაბათამდე იყო,   ვიდრე  სამომხმარებლო ფასების 2.3%-იანი ინდექსი გამოქვეყნდებოდა და  ზრდის გადაჭარბებულ მოლოდინებს გაანეიტრალებდა. 2.3% ერთ-ერთი ყველაზე დაბალი  ნიშნულია თებერვლის შემდეგ. სწორედ ამან დააოკა ბაზარი  და ინდექსების ვარდნაც შეაჩერა.

თებერვლის მყისიერ კორექციასაც  ამერიკას აბრალებენ, რომელმაც ბაზარს,  მონეტარული პოლიტიკის (მპ) განაკვეთის ზრდის მოლოდინი გაუჩინა, რაც ეკონომიკის  მზრად დინამიკაზე პოზიტიურ პროგნოზს მოჰყვა. ამან განაპირობა გლობალურ ბაზრებზე გაყიდვები.  ფულმა აქციებიდან დაბალრისკიან ობლიგაციებში გადაინაცვლა. განაკვეთის ზრდას კვლავ ელიან.  წელს მპ -ის 1  სხდომა უნდა  გაიმართოს, 2019 წელს კი 4(აშშ) .

სიტუაციას აშშ- ჩინეთის  დაძაბული სავაჭრო ურთიერთობებიც ამძიმებს. თავის მხრივ, ჩინეთმა  კომერციულ ბანკებს რეზერვები შეუმცირა, ქვეყნის მშპ-ის 1% - 750 მლნ-ის ლიკვიდობა დაუტოვა.  შედეგად, კომერციული ბანკები საგარეო  ვალს მოემსახურებიან და   ეკონომიკას დააკრედიტებენ. ამით  აშშ დოლართან ჩინური ვალუტის დევალვაცია  შემცირდება. შიშობენ, 1/6 კურსს არ აცდეს, რადგან 1/7 უკვე კრიტიკული ზღვარია, რაც 2009 წლის კრიზისის განმეორების საფრთხეს აჩენს. ჩინური საფონდო ინდექსი ყველაზე მეტად დაცემულია -23%, -24% (Y.Y)

წლიური უარყოფითი ტრენდი აქვს  ევროინდექსებსაც (stoxx 600. dax ...), აშშ-სგან ( Dow Jones;  S&P 500) განსხვავებით, რომელთა  წლის დინამიკა ბოლოდროინდელი 4.5-5% ვარდნის მიუხედავად დადებითია.

ევროზონას იტალია აწვება, დეფიციტური ბიუჯეტით და ურყევი ნებით, რომ არაფერს შეცვლის. მმართველი გუნდის არგუმენტი საარჩევნო დაპირებაა. ის ამომრჩეველს გადასახადების შემცირებას შეპირდა.

განვითარებად ქვეყნებს აწვება თურქეთი,  ინფლაციის დაძლევის შემაშფოთებელი სამთავრობო გეგმით, რაც კომპანიების ფასების კონტროლსაც მოიცავს და რითაც ინვესტორების სკეპტიციზმი აიხსნება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები