| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ბოლო დღეების სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ოთარ ფარცხალაძის მიერ ქონების დაგროვებაზე მისმა ადვოკატმა ისაუბრა.
გაგი მოსიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ექს-მთავარი პროკურორი თბილისის კომპოზიტიური ქარხნის პროექტშია ჩართული.
ქარხანა ისრაელის კომპანია Elbit -მა საპარტნიორო ფონდთან ერთად ააშენა და 2018 წლის მაისში გახსნა.
რა ფორმით არის ოთარ ფარცხალაძე დაკავშირებული ამ კომპანიასთან გაგი მოსიაშვილი ვერ ამბობს, ვარაუდობს, რომ კონსულტანტია, თუმცა მედიასთან პირობა დადო, რომ კომპანიაში ოთარ ფარცხალაძის პოზიციას და ფუნქციებს დააზუსტებს.
„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ბატონი ოთარი ამაყობს ამ პროექტით“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ადვიკატი ამბობს, რომ მთავარი პროკურორის სავარძლის დატოვების შემდეგ, რომელსაც ის მხოლოდ 47 დღე იკავებდა, ოთარ ფარცხალაძე ბიზნესში იყო ჩართული და სწორი მენეჯმენტით ქონების დაგროვებაც შეძლო.
ქარხანაში თვითმფრინავებისთვის ნაწილები - კარები, აეროდინამიკური ზედაპირი, საკონტროლო პანელი მზადდება. აღნიშნული ნაწილები განკუთვნილია მსოფლიოში ცნობილი თვითმფრინავების მწარმოებელი ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier-ი.
ოფიციალური ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობაში 93 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
ჯერ კიდევ 1 წლის წინა საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო (TI) აცხადებდა, რომ ფარცხალაძის მიერ დაფუძნებული შპს „როიალ დეველოფმენთი’’ სამოქალქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანის თანაინვესტორი იყო. მოგვიანებით ფარცხალაძე კომპანიას ჩამოშორდა, რაც მაშინ TI-იმ საეჭვოდ მიიჩნია.
რაც შეეხება Elbit Cyclon-ს, ამ ისრაელურ კომპანიას საქართველოსთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წინა ხელისუფლების დროს კომპანიას საქართველოსთვის 100 მლნ დოლარის უპილოტო საფრენი აპარატები უნდა მოეწოდებინა, თუმცა გარგება ჩაიშალა. საქართველომ კომპანიას მხოლოდ 35 მლნ დოლარი გადაუხადა, ასევე დაუბრუნა გარკვეულ სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა, რომელიც კომპანიამ საქართველოს კონტრაქტის საფუძველზე მიაწოდა.
გაგი მოსიაშვილმა დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მზადაა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.
მისი თქმით, ფარცხალაძე ადასტურებს და ეთანხმება იმ ინფორმაციებს, რომელიც ლევან ყიფიანმა გააჟღერა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ფარცხალაძე და ყიფიანი მეგობრები არიან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss