| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ქართულ მოიერიშე “ბორაზე”, რომელიც ბაზარზე 2020 წლისთვის გამოჩნდება უკვე დიდი მოთხოვნაა - წერს გაზეთი "რეზონანსი".
გამოცემის ცნობით, ახალ მოიერიშე თვითმფრინავი “ჯე-31 ბორა” “სუ-25”-ის განახლებული ვერსია იქნება.
“საქართველო არის მოიერიშე თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. საბჭოთა პერიოდიდან “სუ-25”-ის მწარმოებელი ოფიციალურად “თბილავიამშენია”. ახალი თვითმფრინავი იქნება, ფაქტობრივად, “სუ-25”-ის განახლებული ვერსია, რომელსაც ექნება გაცილებით თანამედროვე ავიაონიკა და განახლებული ძრავები. ქარხანა აქტიურად მოშაობს ამ თემასთან დაკავშირებით. ახალი ქართული თვითმფრინავი ისეთივე მოთხოვნადი იქნება, როგორი მოთხოვნადიც არის მსოფილიოში “სუ-25” - ასე რომ, შესაძლებელია კონკურენციის გაწევა თავის კლასში, ვგულისხმობ უშუალო საავიაციო მხარდაჭერის თვითმფრინავებს, როგორიც „სუ-25” არის... კონკრეტულად სამხედრო თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტროს ავიაციის განვითარების საკითხში არ ვეთანხმები, თუმცა რაც შეეხება ზოგადად ქვეყნისთვის სარგებელს, ეს არის სამხედრო მრეწველობის მაღალი ტექნოლოგიების განვითარება, სამუშაო ადგილები და ბიუჯეტში შენატანი” - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას ბრიგადის გენერალი და ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.
“თბილავიმშენის” დირექტორმა ნოდარ ბერიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძრავის შერჩევის მიზნით და ასევე დასძინა, რომ ახალ თვითმფრინავში რუსული წარმოების არც ერთი დეტალი არ უნდა იყოს.
თვითმფრინავის სავარაუდო ღირებულება 20 მლნ დოლარი იქნება.
პოტენციური დამკვეთებად მოიაზრება არაბული და აფრიკული ქვეყნები, ასევე აზიისა და ევროპის ბაზარი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss