| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე "ომეგა ჯგუფის" სკანდალთან დაკავშირებით ფაქტებს განმარტავს.
ქვეყნის უმსხვილესი ბანკის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილის მხრიდან არაერთი ტყუილი გაჟღერდა.
მან ბრიფინგზე ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებული შპს "ოლიმპუსის" რეგისტრაციისას წარდგენილი დოკუმენტაცია წარადგინა (ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია დათარიღებულია 2016 წლის 11 აპრილით).
აღნიშნა, რომ შპს -ს დაფუძნებისას (19 აპრილს) გაიხსნა თიბისი ბანკში საბანკო ანგარიში, რომლის დროსაც ბანკისთვის ცნობილი იყო კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა.
კომპანიის ანგარიშზე თანხა შვეიცარიიდან ჩაირიცხა 20 აპრილს, ბანკმა კი, "ოლიმპუსის" დირექტორების მოთხოვნით, 21 -22 აპრილს თანხის გაცემა კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელა და 2016 წელსვე ამ ფაქტის შესახებ მარეგულირებელსაც აცნობა.
თანხის გაცემა მოხდა 2 ტრანზაქციის მეშვეობით - 1 მლნ დოლარი გაიცა 21 აპრილს (ტრანზაქცია დასრულდა 19:43 საათზე) , 785 000 დოლარი 22 აპრილს 13:45 საათზე.
ამასთან, ბანკირის თქმით, მასსა და ლევან ყიფიანს შორის, 2016 წლის აპრილში განხორციელებულ ტრანზაქციამდე არანაერი კომუნიკაცია არ შემდგარა.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ ტრანზაქციას წინ არ უძღოდა არანაირი კომუნიკაცია ჩემსა და ბატონ ლევან ყიფიანს შორის", - აცხადებს ბუცხრიკიძე, აღნიშნავს, რომ ზაზა ოქუაშვილისგან განსხვავებით, ის არ ახორციელებს ბიზნესშეხვედრების და სატელეფონო საუბრების ჩაწერას.
ბუცხრიკიძე ამბობს, რომ იურიდიული პირების განყოფილება დილის 9:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მუშაობს.
"რომ შევაჯამოთ, საქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებზე. ტრანზაქციები შესრულებულია საქართველოს კანონმდებლობით და საბანკო პროცედურების სრული დაცვით", - განაცხადა ბუცხირიკიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss