| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯეოსელი“ არსებობას წყვეტს - „სილქნეტმა“ კომპანიის რეორგანიზაციის შესახებ დღეს საჯარო რეესტრს ფიციალურად მიმართა.
მიერთების შემდეგად შპს „ჯეოსელის“ ყველა კრედიტორ/დებიტორ/კონტრაქტორი გახდება სს „სილქნეტის“ კრედიტორ/დებიტორ/კონტრაქტორი.
კომპანიების შერწყმაზე თანხმობა მფლობელმა კომუნიკაციების კომისიისგან უკვე მოიპოვა.
კომპანიაში ამბობენ, რომ პროცესი დაწყებულია და გრძელდება. აღნიშნული პროცესი გამოცხადდება დასრულებულად, მას შემდეგ, რაც მომზადდება ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. შერწყმის დასრულებისთანავე იქნება ერთი იურიდიული პირი - კომპანია სს “სილქნეტი“.
21 სექტემბერს სილქნეტმა რებრენდინგიც დაიწყო. სილქნეტი გაერთიანებული კომპანიის მთავარი ბრენდია, ჯეოსელი კი უცვლელი სახელით მის მობილურ მიმართულებას წარმოადგენს. თუმცა, შეიცვლა მისი ლოგო.
„ერთად მიიღე ყოველდღიური ტექნოლოგიების სრული სპექტრი და შეუფერხებლად აკეთე რაც გინდა“ - კომპანიის ცნობით, ამ დაპირებას განახლებული ბრენდის მომხმარებელი სულ მალე, ახალი პროდუქტის მეშვეობით გამოცდის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss