| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სილქ როუდ ბანკის გენერალური დირექტორი ალეკო ძნელაძე 12 ბანკის რჩეული გახდა.
საქართველოს საბანკო ასოციაციის (ABG) ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქმიანობას სებ-ის ახალი დებულებების განხილვით იწყებს. ის 3 წლის ვადით, 5 ოქტომბერს აირჩიეს.
ახლადდაფუძნებულ საქართველოს საბანკო ასოციაციაში მხოლოდ 13 ბანკია გაწევრიანებული, თურქული იშ ბანკის და ზირაათ ბანკი გარდა, ყველა.
ასოციაციის წესდება ბანკის მმართველის პრეზიდენტობას არ ზღუდავს, თუმცა კენჭისყრამდე მისი კოლეგების განწყობები დამოუკიდებელი კანდიდატურისკენ იხრებოდა.
გაცხადებული ვერსიით, საქართველოს ბანკების ასოციაცის გაუქმება და ახლის დაფუძნება ტექნიკური ნაწილის გამართვის საჭიროებას მოჰყვა. დამფუძნებელთა სტრუქტურა რამდენიმე გარდაცვლილი ბანკირით იყო წარმოდგენელი. იყვნენ გქბ-ს და წინა საუკუნეში მოქმედი სხვა ბანკის წარმომადგენლებიც. ასევე საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა სამართალმემკვიდრის სახელწოდებაც სახეცვლილია და სტრუქტურაც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss