| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ და ამ კლუბის ბაზა შეიძინეს.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ განვითარებისთვის. აღასანიშნავია საქართველოს ბანკის წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას, ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავად შევეცადოთ კიდევ ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალ კალათბურთელად აღვზარდოთ," - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
თბილისის „დინამო“ ქართული საკლუბო კალათბურთის სახე და ყველაზე ტიტულოვანი კლუბია: ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოთხგზის (1950, 1953, 1954, 1968) ჩემპიონი.
აღნიშნულ კლუბს საქართველოს ბანკი პატრონაჟს რვა წლის განმავლობაში უწევდა და კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში განაგრძობს.
„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გუნდი საწვრთნელ ბაზასთან ერთად წარმატებული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას საკუთრებაში გადავიდა, რომელიც 17 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრების, ასევე NBA-ის კლუბის ღირსებას იცავდა. საკალათბურთო გუნდ „დინამოს“ საწვრთნელი ბაზისთვის პროფილის შენარჩუნება მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ზაზა ფაჩულიას და საკალათბურთო კლუბ „დინამოს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss