ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მთავრობა 271 მლნ ლარს დახარჯავს  
3 ოქტომბერი, 2018, 18:38
ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მთავრობა 271 მლნ ლარს დახარჯავს  

თბილისი (GBC) - ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მთავრობა 271 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის ასაშენებლად თანხა ეტაპობრივად, 2018-2022  წლების ბიუჯეტებიდან გამოიყოფა. მათ შორის, 11 მლნ 2018 წელს,  20 მლნ - 2019 წელს. 75 -75 მლნ 2020/21 წლებში და 90  2022 წელს.

პროექტეს ფარგლებში იგეგმება 18 კილომეტრიანი ავტობანის და ასევე სარკინიგზო ხაზის გაყვანა.

ამჟამად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს იმ კომპანიის შერჩევა, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს.

ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობდა, 3 მათგანის დისკვალიფიცირება მოხდა. ამჟამად, ლატვიური კომპანია Tilts -ის  სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა მიმდინარეობს. კომპანია სამუშაოების შესრულებისთვის 9.59 მლნ ლარს ითხოვს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები