| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი "ომეგას" სკანდალთან დაკავშირებით კიდევ უფრო სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.
ლევან ყიფიანის თქმით, ჩანაწერების ნაწილის მომზადებაში ზაზა ოქუაშვილთან ერთად, თავად მონაწილეობდა. ეს ჩანაწერები მისი მტკიცებით, განკუთვნილი იყო ოქუაშვილის უცხოელი პარტნიორებისთვის, რომლებიც ბიზნესმენზე, ვალების გამო, ზეწოლას ახდენდნენ.
ყიფიანი ამბობს, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რომელიც კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უნდა გამოეყენებინათ. ამბობს, რომ ჩანაწერებს, როგორც ჩანს, ამ შეთანხმებამდე ადრეც აკეთებდა ზაზა ოქუაშვილი და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთად ჩაწერეს დამონტაჟებულია.
ყიფიანმა განმარტება გააკეთა თიბისი ბანკიდან გატანილ 4 მლნ ლარზეც. მისი თქმით, თანხის გატანა გაითამაშეს და ეს თანხა ისევ ოქუაშვილი ერთ - ერთ კომპანიაში მიიტანეს, "ოჯთ"-სა თუ BMW-ს ოფისში მისთვის უცნობია.
რაც შეეხება ექს გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეთან დაკავშირებულ ე.წ. ფარდულის ინციდენტს სრულ სიყალბეს და სამარცხვინო სიცრუეს უწოდებს.
ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძეს იცნობს და მასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონია. თუმცა, არნაირ ზეწოლას ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია არასდროს.
ასევე, მისი თქმით, ის იყო „ომეგა ჯგუფის“ დაქირავებული თანამშრომელი, 2015 წლიდან, რისი დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს და ის ანაზღაურებას სწორედ კომპანიის ლობისტობისთვის იღებდა.
აღსანიშნავია, რომ ლევან ყიფიანმა დღეს სასამართლოს წინაშე მისცა ჩვენება.
"მინდა, დიდი ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემი ოჯახს იმ ასე ვთქვათ მდგომარეობისთვის, რა მდგომარეობაც შეიქმნა ჩემს გარშემო, მაგრამ მე დღეს სასამართლოში მივეცი ჩვენება, შესაბამისად ამ მიმართლებას არ ვცვლი და მაქსიმალურად ვეცდები ნათელი მოეფინოს ამ მდგომარეობას, – ამის შესახებ ყიფიანმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss