ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჰონგკონგთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება რატიფიცირებისთვის პარლამენტს ეგზავნება
3 ოქტომბერი, 2018, 11:26
ჰონგკონგთან  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება რატიფიცირებისთვის პარლამენტს ეგზავნება

თბილისი (GBC) - საქართველოსა და  ჰონგკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი ივნისში მოეწერა, რატიფიცირებისთვის საქართველოს პარლამენტს ეგზავნება, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ეს არის პირველი შეთანხმება, რომელიც ჰონგკონგმა ჩვენს რეგიონში გააფორმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს  ეკონომიკის სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს   გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს უკეთ ინტეგრირება წარმოადგენს.

"ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, ვისაც პარალელურად აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან და ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებას დავუმატოთ ახალი ეკონომიკური პლატფორმები. ჰონგკონგთან გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრას და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობას", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ

აღსანიშნავია, რომ ჰონკონგი არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ცენტრი. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კი, ქართველ მეწარმეებს 8 მილიონიან ბაზარს უხსნის. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები