| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თეგეტა მოტორსი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს.
ამჯერად, აქციაა პრემიუმ კლასის Shell -ის ბრენდის ძრავის ზეთზე.
აქციის ფარგლებში, მომხმარებელს ყოველი 4 ან მეტი ლიტრი Shell-ის ბრენდ საავტომობილო ძრავის ზეთის შეძენისას, საჩუქრად გადაეცემა 1 ლიტრი იგივე ტიპის ზეთი, აქცია ვრცელდება Shell Helix Ultra-ს, HX8 (5W30, 5W40) და HX7 (5W30, 5W40) მსუბუქი ავტომობილის ძრავის ზეთებზე.
ამასთანავე 30%-მდე გარანტირებული თანხა, ქულების სახით მათ დაერიცხებათ „თეგეტა ქარდზე“.
აქცია მოქმედებს 12 ოქტომბრის ჩათვლით როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში.
„Shell არის ნომერ პირველი საცხებ-საპოხი მასალის მომწოდებელი კომპანია, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Shell-ის ზეთი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პრემიუმ ხარისხს და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell უკვე მეცხრე წელია დასახელებულია ნომერ პირველ ბრენდად მსოფლიო მასშტაბით. მისი საცხებ-საპოხი მასალები გამოირჩევა განსაკუთრებული მწმენდავი თვისებით. აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ის ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან“, - აცხადებენ თეგეტა მოტორსში.
Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus, და სხვ. Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია მერსედესის, მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ. Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია. „თეგეტა მოტორსი“ Shell-ის საცხებ-საპოხი მასალის ექსკლუზიური დილერია საქართველოში.
„თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანია გახლავთ ავტოინდუსტრიაში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და საკუთარი წარმომადგენლობა უცხო ქვეყანაში გახსნა. კომპანია 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss