| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ბიძინა ივანიშვილი გუნდს ავალებს მოითხოვოს ზაზა ოქუაშვილისგან მასთან შეხვედრის ამსახველი ჩანაწერი.
ბიძინა ივანიშვილს "ომეგა ჯგუფის" სკანდალზე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრებთან დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა. მან დაადასტურა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა.
„რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას და ბიზნესზე ზეწოლას ეს ღიმილს იწვევს. ალბათ წუხანდელი გადაცემა ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი... მართლაც შევხვდი მას ერთხელ და მართლაც დავეხმარეთ ისევე, როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს და ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია. ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე ან მოდის პრემიერამდე ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან ყველას იგივე განცდა აქვს. ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა და რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვთ... უპასუხეთ სად აქვს ეს ჩანაწერი, გამოიტანოს და გვაჩვენოს ამ საუბრის შესახებ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მან „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურისთვის მხარდაჭერა სთხოვა.
შეგახსენებთ, ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილს ალკაპონეების კრიმინალური ბანდა უწოდა, ამბობს, რომ ივანიშვილი ექს გენერალური პროკურირისა და ფარცხალაძისა და ამჟამად შს მინისტრ გიორგი გახარიას ჩართვით მისგან 4 მილიონის გადახდას ითხოვდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss