| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებას პასუხობს.
ბანკში ამბობენ, რომ ბიზნესმენის კუთვნილი "ომეგა ჯგუფს" ბანკის მიმართ 84 მლნ ლარზე მეტის დავალიანება აქვს, რომელსაც 2016 წლიდან არ ასრულებს.
"საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ „ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. „ომეგა ჯგუფი“ ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს დავა. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელები მიზანმიმართული ქმედებებით მაქსიმალურად ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. ამასთან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში - საქართველოს ბანკისთვის მიუღებელია. საქართველოს ბანკი კვლავ გამოიყენებს დავალიანების ამოღების მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას", - ნათქვამია ქვეყნის ერთი-ერთი წამყვანი ბანკის განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss