ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიზნესომბუდსმენი საფრთხის შემცველი სამუშაოებს რეგისტრაციის შემოწმების და სანქცირება გადადებას ითხოვს
28 სექტემბერი, 2018, 17:41
ბიზნესომბუდსმენი  საფრთხის შემცველი სამუშაოებს რეგისტრაციის შემოწმების და სანქცირება გადადებას ითხოვს

თბილისი (GBC) - "მივმართავთ შრომის ინსპექციას რეესტრში რეგისტრაციის მდგომარეობის შემოწმება და სანქცირება გონივრული ვადით გადადოს", - ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მეწარმეები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები ახალი ვალდებულების შესახებ. მათმა დიდმა ნაწილმა ბოლო დღეებში შეიტყო საქმიანობის რეგისტრაციის ვალდებულების თაობაზე და რომ რეგისტრაციის არ ქონის შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდებიან. ამიტომ მეწარმეებმა იუსტიციის სახლს რეგისტაციისთვის ბოლო დღეს მიმართეს, რამაც რიგები გამოიწვია.

კანონის მიხედვით, მეწარმეები, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ და ვალდებულნი არიან მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე დაარეგისტრირონ შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.  

შეგახსენებთ,  მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისათვის პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს. 

აღნიშნულ ვალდებულებას ითვალისწინებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის N381 დადგენილებით.

საქმიანობა, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, მოცემულია თანდართულ სამართლებრივ აქტში https://matsne.gov.ge/ka/document/view/4277583?publication=0 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები