ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ელიტ ელექტრონიქსი ბაზარზე ახალი სტილით წარდგა
26 სექტემბერი, 2018, 16:55
ელიტ ელექტრონიქსი ბაზარზე ახალი სტილით წარდგა

თბილისი (GBC) - ელიტ ელექტრონიქსი რებრენდინგზე აცხადებს.

„ უკვე 23 წელია ელიტ ელექტრონიქსი  მოღვაწეობს სამომხმარებლო ბაზარზე, ამ დროის განმავლობაში ბრენდმა და თავად კომპანიამ დიდი ცვლილებები განიცადა, გაფართოვდა მაღაზიათა ქსელი, შეიქმნა და დაინერგა ახალი კონცეფციის მაღაზიები, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი არაერთ წამყვან ბრენდთან, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელიც საქართველოში გახდა ელიტ ელექტრონიქსი. ამასთანავე მაღაზიებში გაიზარდა ტექნიკის კატეგორიების ჩამონათვალი. შესაბამისად აღნიშნულმა ცვლილებებმა განაპირობა ბრენდის და სტრატეგიული პლატფორმის რეპოზიციონირება და სახეცვლილება“, - აცხადებენ კომპანიაში.

მენეჯმენტის ცნობით, გაიწერა სტრატეგიული პლატფორმა, რომელზეც ელიტ ელექტრონიქსის მარკეტინგის გუნდმა და სარეკლამო სააგენტო Holmes&Watson-მა იმუშავა, რის მიხედვითაც მოხდა ლოგოს ვიზუალის ცვლილება.

ლოგოს ცვლილება არაფერია თუ მას არ აქვს სწორი ბექგრაუნდი, წლების განმავლობაში საკომუნიკაციო სტრატეგია იხვეწებოდა, ცვლილებებიდან გამომდინარე ბრენდი უფრო გაახალგაზრდავდა, მიზნობრივი სეგმენტის ასაკობრივმა ჯგუფმაც დაიწია. ბოლო დროს განთავსებულ სარეკლამო რგოლებში თუ სხვა სარეკლამო მასალაში უკვე შესამჩნევი გახდა, რომ ბრენდი უფრო მეტად ახალგაზრდავდება, შესაბამისად ელიტ ელექტრონიქსის ლოგოში შევიდა გრაფიკული ფორმები, რომელიც დიზაინის თანამედროვე ტრენდებს ეხმიანება. რაც ყველაზე მთავარია, ტიპოგრაფიის ერთი ნაწილი “ELIT” მეორე ნახევართან “ELECTRONICS”-თან შედარებით მონუმენტური გახდა, რადგან ბრენდი მთავარ აქცენტს საკუთარი პროდუქციისა და სერვისის ექსკლუზიურობაზე აკეთებს.

„ელიტ ელექტრონიქსში აღნიშნავენ, რომ კომპანია  ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით და პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი. ბევრი ახალი პროექტია დაგეგმილი, რომლეიც მომხმარებლისთვის კიდევ მეტი კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული და ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს სრულად პასუხობს. ელიტ ელექტრონიქსი ყველაზე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის როგორც გეოგრაფიულად, ასევე საფასო მიმართულებით.

ელიტ ელექტრონიქსი არის ადგილი ყველა თაობისთვის, შესაბამისად გასულ წლებში კომუნიკაციის სტრატეგიაში თანამედროვე ტრენდებმა განაპირობა ის, რომ ელიტ ელექტრონიქსის ძირითადი საკომუნიკაციო არხი დღეს არამარტო ტელევიზია, არამედ დიჯითალ მედიაცაა, შესაბამისად ახალი ლოგოს სტილისტიკაც ამ მედიაზეა მორგებული. ბრენდის მიზანია საქართველოს ბაზარზე საყოფაცხოვრებო დონის ამაღლება. კომპანიის მთავარი ღირებულება არის წინსვლა პროგრესისკენ და განვითარებისკენ.

„ჩვენ გვჯერა, რომ განვითარებას და წინსვლას ქმნიან ადამიანები და ინდივიდები, რომლებმაც დღეს ტექნოლოგიური განვითარება მოიტანეს. ელიტ ელექტრონიქსი კი ტექნოლოგიურ განვითარებას და პროგრესს ხელმისაწვდომს ხდის საქართველოში. სწორედ აქედან გამომდინარე ბრენდის მთავარი საკომუნიკაციო მესიჯია „იყურე წინ“. - განაცხადა ელიტ ელექტრონიქსის გენერალურმა დირექტორმა.

კომპანიის რებრენდინგი ფაქტიურად იმ მიღწევების ასახვაა, რასაც ამ პერიოდში ელიტ ელექტრონიქსმა უკვე მიაღწია. გასულ ორ ათწლეულში კომპანიის მოქმედების არეალი შთამბეჭდავად გაფართოვდა და დღეს ბაზრის უპირობო ლიდერია. რებრენდინგი კომპანიის მიღწევების და უფრო დიდი მომავალი გეგმების ასახვაა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები