ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს რკინიგზა სამგზავრო ტარიფებზე განცხადებას ავრცელებს
26 სექტემბერი, 2018, 14:55
საქართველოს რკინიგზა სამგზავრო ტარიფებზე განცხადებას ავრცელებს

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზაზე მაგისტრალური მიმოსვლის სამგზავრო მატარებელზე დადგენილი ფიქსირებული ტარიფები  უცვლელიად ნარჩუნდება, - აცხადებს  საქართველოს რკინიგზა.

სამგზავრო სარკინიგზო გადაყვანების ოპერატორის ცნობით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ფოთის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მიმართულებებზე  მოძრავი ელექტრომატარებლების განახლება.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა გადაყვანა არარენტაბელურია და ხორციელდება სუბსიდირება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ფოთის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მიმართულებებზე მოძრავი ელექტრომატარებლების განახლება და დამატებითი სერვისებით უზრუნველყოფა. სამატარებლო პარკის ტექნიკური უზრუნველყოფისა და მგზავრობის პირობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მაგისტრალურ მატარებლებზე სეზონური ფასდაკლება არ განხორციელდება და ტარიფი დარჩება უცვლელი.

უცვლელად შენარჩუნებული იქნება თბილისი-ოზურგეთისა და თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მოძრავი დილის მატარებლებით და ასევე პლაცკარტის ტიპის ვაგონებით მგზავრობის საფასური. იძულებით გადაადგილებული პირებსა და სტუდენტებზე ვრცელდება 50% შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის შესაბამისი კლასის ვაგონებზე. 50% ფასდაკლება ასევე მოქმედებს 5-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები