| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - უკვე დაიწყეს ალბათ მერიაში თეთრი საღებავების ბიზნესის აწყობა, - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ტაქსების ფერის განსაზღვრას აკრიტიკებს.
"თბილისის მერიამ დაადგინა, რომ მომავალი წლის ოქტომბრიდან ყველა ტაქსი თეთრად უნდა გადაიღებოს. ეს დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაჯდება. თუ მანქანების გარეგნულ სახეზე ზრუნავენ, ვის გაუგია, რომ ასე ერთბაშად აიძულო ყველა ტაქსის მძღოლი ამოდენა ხარჯები გაიღოს. ან საიდან ეს ფული? ეტაპობრივად უნდა გაკეთებულიყო, ვთქვათ სამი წლის განმავლობაში.
უკვე დაიწყეს ალბათ მერიაში თეთრი საღებავების ბიზნესის აწყობა", - წერს რომან გოცირიძე Facebook-ში თავის გვერდზე.
შეგახსენებთ, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსით მომსახურების გაწევას მხოლოდ თეთრი ფერის ავტომობილებით იქნება შესაძლებელი.
ასევე სამკარიანი ავტომობილები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ტაქსით მომსახურების გაწევას.
TAXI -ის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნები მათ მერიის მიერ უფასოდ გადაეცემათ.
ამ დროისათვის ტაქსით მომსახურების ლიცენზია უკვე 6200 პირს აქვს აღებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss