ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
პაპაშვილი: აუცილებელია  სექტორის ხელშეწყობა, რომ  ჩვენმა შვილებმა ნატურალური რძე დალიონ
მარიამ მინაძე  
26 სექტემბერი, 2018, 10:26
პაპაშვილი: აუცილებელია  სექტორის ხელშეწყობა, რომ  ჩვენმა შვილებმა ნატურალური რძე დალიონ

თბილისი (GBC) - 1200 მეწველი ძროხა და 27 ტონამდე დღიური წარმოება - ყვარლის ბაგამ განვითარების 4 ფაზა დაასრულა, -  ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი GBC-სთან მისი ფერმის “ყვარლის ბაგის“ წარმადობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ფერმამ 5 წლის განმავლობაში განვითარების 4 ფაზა დაასრულა და ეს არის ის მაქსიმუმი რაც ამ ფერმას შეუძლია. ფერმაში  ყოველდღიურად 26-27 ტონა რძეს აწარმოებს.

“ყვარლის ბაგა“  ნატურალურ რძეს სანტეს, აგროჰაბს და ვიმბილდანს აბარებს.

პაპაშვილი სამომავლოდ არ გამორიცხავს, რძის პროდუქტების წარმოებასაც.

ამასთან, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მთავრობამ სექტორის ხელშეწყობა უნდა მოახდინოს.

"გაუგებარია რატომ შეაჩერეს პარლამენტში ნატურალური რძის  შესახებ კანონის მიღება, რომელიც ნატურალური რძის დღგ-სგან განთავისუფლებას გულისხმობს. ეს მე არ დამაზარალებს, უბრალოდ, ხელს შეუშლის ნატურალური რძის სექტორის განვითარებას, ასევე შეაფერხებს ფერმერებს. აუცილებელია ამ სექტორის ხელშეწყობა ქვეყანაში რათა ჩვენმა შვილებმა ნატურალური რძე დალიონ და არა რძის ფხვნილისგან დამზადებული", - აცხადებს ბიზნესმენი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები