ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პაპაშვილი: სებ-ის რეგულაციები საშიშია ეკონომიკისთვის, გაჩერდება ბიზნესაქტივობა
მარიამ მინაძე
25 სექტემბერი, 2018, 18:30
პაპაშვილი: სებ-ის რეგულაციები საშიშია ეკონომიკისთვის, გაჩერდება ბიზნესაქტივობა

 

თბილისი (GBC) - ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ბიზნესის დაკრედიტების გამკაცრებას აფასებს. მისი თქმით, სრულიად გაურკვეველია რატომ ამკაცრებს ეროვნული ბანკი თავისი რეგულაციებით ბიზნესის დაკრედიტებას.

"საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, ამიტომ, როგორც პატარა ბავშვს სჭირდება საჭმელი ზრდისთვის, ისე ჩვენს ბიზნესს სჭირდება ფული განვითარებისთვის, თორემ ორივე დარჩება იმ ზომაზე რაც იყო", - აღნიშნავს ბიზნესმენი.

მისი თქმით, ბიზნესი კორპორატიული დაკრედიტების გამარტივებას ითხოვდა, ამის ნაცვლად კი უფრო გამკაცრება ხდება. ეს პრობლემებს შეუქმნის უფრო მეტად დიდ ბიზნესებს.

"სწორედ ამიტომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა შეცვალოს თავისი არასწორი მიდგომა", - აცხადებს პაპაშვილი და აღნიშნავს, რომ ეს საშიშია ეკონომიკისთვის, მივიღებთ იმას, რომ გაჩერდება ბიზნეს აქტივობა.

"არ მესმის რატომ აკეთებს ამას ეროვნული ბანკი, თუნდაც ისაა გაურკვეველი ჩემთვის, რატომ იყიდა ბოლო ორ კვირაში სებ-მა დოლარი, რისთვის ინახავს ის დოლარს, მათ აქვთ ვალდებულება გვითხრან მიზეზი", - აღნიშნავს ბიზნესმენი.

 პაპაშვილის თქმით, ბიზნესი გაურკვევლობაშია, ისევე როგორც კომერციული ბანკები.

"ბაზარზე არსებულ ორ მსხვილ ბანკს უნდა ბიზნესის დაკრედიტება და ვერ აკრედიტებს", - აცხადებს პაპაშვილი.

ბიზნესმენი ეკონომიკის ზრდის შენელებასაც ელის, ამბობს, რომ ასეთ პირობებში ვერც მაღალ ეკონომიკურ ზრდას მივიღებთ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები