| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - შავი საქმეების ამხანაგი არ ვარ, - ასე პასუხობს ლაშა პაპაშვილი „ომეგა ჯგუფის“ სკანდალს.
ბიზნესმენი ამბობს, რომ საქმის შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო.
„არასოდეს მიმიღია მსგავს თამაშებში მონაწილეობა. არც მიმიღია მსგავსი შეთავაზებები, არც ახლა და არც ადრე. პატიოსანი შრომით ვმუშაობ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ”, - განაცხადა პაპაშვილმა GBC-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან რეკეტზე საუბრობს. ზაზა ოქუაშვილმა ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა. მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ამ ჩანაწერებში საუბარია სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების სანაცვლოდ მინისტრებისთვის და პარტიასთან დაახლოებული პირებისთვის რამდენიმე მილიონის გადახდაზე, ძვირადღირებული ავტომობილების გადაცემაზე, კონკურენტ კომპანიასთან სადისტრიბუციო ბიზნესის გაერთიანებაზე, ასევე ყოველი გაყიდული სიგარეტის კოლოგიდან ე.წ „შავ სალაროში“ თანხების (2.5 თეთრი) გადარიცხვის სქემაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss