| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურებას ეკონომისტი გიორგი მიქანაძე მნიშვნელოვანს უწოდებს.
მიქანაძე აღნიშნავს, რომ კვლევაში „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2018“ საქართველოს მე-7 პოზიცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ვუსწრებთ ეკონომიკურად გაცილებით უფრო განვითარებულ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია ან საფრანგეთი
„ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია, რომ აღნიშნული პოტენციალის კარგად გამოყენება მოხდეს - აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდოს როგორც პოტენციურ ინვესტორებს, ასევე მათ, ვინც უკვე ქვეყანაში არიან და ბიზნესს აწარმოებენ, მათაც კარგად უნდა გამოიყენონ აღნიშნული შესაძლებლობა,“ - ამბობს ეკონომისტი.
ის აღნიშნავს, რომ ინვესტორებთან ურთიერთობისას მთავარი ფაქტორებია მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ასევე ქვეყნის პოზიციონირება სხვადასხვა რეიტინგებში.
Fraser Institute-ის რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს - მთავრობის ზომა, საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა, მყარი ვალუტა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაცია. აღნიშნული ინდიკატორები, თავის მხრივ, მოიცავს 23 კომპონენტს, ხოლო კომპონენტები კი აერთიანებს ქვე-კომპონენტებს. სულ, რეიტინგი მოიცავს 42 განსხვავებულ ცვლადს. თითოეული ცვლადის შეფასება ხდება 0-დან 10 ქულამდე.
საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 2 ინდიკატორში „მყარი ვალუტა“ (გაუმჯობესდა 0,23 ქულით და 9,22 ქულა შეადგინა) და „რეგულაცია“ (გაუმჯობესდა 0,45 ქულით და 8,49 ქულა შეადგინა) მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, რამაც ქვეყნის საერთო რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss