| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Apple-ის ოფიციალური პარტნიორი iTechnics-ი ახალი სმარტფონების გაყიდვას 28 სექტემბრიდან იწყებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ოფიციალური ტექნიკის მოწოდება საქართველოში მოხდება მხოლოდ ავტორიზებულ პარტნიორებთან. ყველა სხვა წყარო, სადაც ფიქსირდება 28 სექტემბრამდე გაყიდვები ავტომატურად არაოფიციალურ ტექნიკას წარმოადგენს.
ოფიციალური ტექნიკა გულისხმობს ოფიციალური შეცვლით საერთაშორისო გარანტიას.
28 სექტემბერს iPhone XS / XS Max ის ოფიციალური გაყიდვების დაწყებასთან დაკავშირებით iTechnics-ი რამდენიმე აქციას აანონსებს.
კერძოდ, 28 სექტემბერს 5 იღბლიან მომხმარებელს შეეძლება დატოვოს თავისი iPhone X და მიიღოს iPhone XS თანხის დამატების გარეშე. მომხმარებელმა გათამაშებაში მონაწილეობისთვის სმარტფონი და მისი ყუთი უნდა წარადგინოს. ასევე, 5 მომხმარეელი რომელიც შეიძიენს iPhone XS/iPhone XS Max საჩუქრად გადაეცემა Apple Watch Series 1. გათამაშდება ასევე 5 Wirelles Charger-ი.
სამივე შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება დოლურის მეშვეობით.
სავარაუდოდ, ზეგ დაანონსდება კომპანიის Facebook გვერდზე თუ რომელ ფილიალში იქნება გათამაშება.
კომპანია ახალი სმარტფონების სავარაუდო ფასებსაც ამხელს, თუმცა მათი განმარტებით,
ფასების საბოლოო დასტური ჯერ Apple-სგან არ მიუღიათ. ფასები გაყიდვების დაწყებამდე 1-2 დღით ადრე ეცოდინებათ. ამ ეტაპისთვის დაახლოებითი ფასებია: iPhone XS - 3499ლარი, ხოლო iPhone XS Max - 3899ლარი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss