ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი რეკომენდაციას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს სათანადოდ შეაფასონ უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკი
24 სექტემბერი, 2018, 13:26
სებ-ი რეკომენდაციას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს  სათანადოდ შეაფასონ უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკი

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, შეინარჩუნა.

სებ-ის ცნობით, დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 2018 წლის აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 19% შეადგინა, საიდანაც 11.5% შინამეურნეობების, ხოლო 7.5% კომპანიების დაკრედიტებაზე მოდის. 

მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ კომპანიებზე გაცემული სესხების ზრდა სასურველ ფაგლებშია თუმცა, კომპანიების დაფინანსებაში კვლავ მაღალი დოლარიზაცია ნარჩუნდება.

ეროვნული ბანკი რეკომენდაციას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს, სესხების ფასდადებისას სათანადოდ შეაფასონ უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკი.

"ფინანსური სისტემისთვის დოლარიზაციასთან დაკავშირებული რისკები კვლავაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ბოლო პერიოდში, უცხოური ვალუტის სესხებზე ადგილობრივად შემცირებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე, იზრდება ფიზიკური პირების უცხოური ვალუტის სესხები. აღნიშნული, როგორც მსესხებლების, ისე ბანკების მხრიდან, უცხოური ვალუტის რისკების არასათანადო შეფასებაზე შეიძლება მიუთითებდეს, რაც საყურადღებოა ფინანსური სტაბილურობის რისკების კუთხით. უცხოური ვალუტის სესხებს, ერთი მხრივ, თან ახლავს გაცვლითი კურსის რისკი, ხოლო, მეორე მხრივ, საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო ზრდის გათვალისწინებით. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები სუვერენული რისკ-პრემიის ფაქტორიც, რომელიც, ფინანსური კრიზისის შემდგომ ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა. ამდენად, უცხოური ვალუტის ფონდირების რისკების შეფასებისას, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების შესაძლო გავლენა განვითარებადი ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს სუვერენულ რისკ-პრემიაზე. აღნიშნულ რისკების პრევენციისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკების სათანადოდ გათვალისწინების შესახებ მიუთითებს. ამავე დროს, საპროცენტო რისკს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტრეს სცენარების ანალიზისას", - ნათქვამია სებ-ის პრესრელიზში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები