ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძე: არ დავეთანხმები იმ აზრს, რომ მურთაზ კიკორია არ იზიარებდა სებ-ის რომელიმე ზომას ან ნაბიჯს
24 სექტემბერი, 2018, 12:55
გვენეტაძე: არ დავეთანხმები იმ აზრს, რომ მურთაზ კიკორია არ იზიარებდა სებ-ის რომელიმე ზომას ან ნაბიჯს

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტს წასვლამდე ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის.

კობა გვენეტაძე არ იზიარებს საფინანსო სექტორში გამოთქმულ აზრს, რომ წარსულში კომერციული ბანკის წამყვანი ბანკირი ახლა სებ-ის გამკაცრებულ  რეგულაციებს არ იწონებს.

კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მურთაზის სებ-ის გუნდში მისვლა მოხდა სწორედ მაშინ, როცა  ძალიან ბევრი რეფორმა იგეგმებოდა და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მას ამ რეფორმების განხორციელებაში.

„არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ის არ იზიარებდა რომელიმე ზომას ან ნაბიჯს, რომელიც ეროვნულ ბანკში განხორციელდა. ჩვენი გადაწყვეტილებები შეთანხმები იყო და ის იზიარებდა ამ მოსაზრებებს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ კიკორიამ, საკუთარი სურვილით პარლამენტს უკვე მიმართა. 

ბანკირი სებ-ს 30 ნოემბრიდან დატოვებს.  მურთაზ კიკორია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი 2016 წლის დეკემბერში გახდა, მანამდე 2015-2016 წლებში   „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები