| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აუცილებლად გადავდგამ ნაბიჯებს და მივმართავ, როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას - თაღლითობის ნაწილში, - ექს პირველი ვიცე-პრემიერი „ომეგა ჯგუფის“ სკანდალთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს, ამბობს, რომ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში მისი გვარი გამოყენებულია აშკარად უკანონო გამოძალვაში.
"მე ვფიქრობ, რომ იქნება ორი იურიდიული ქმედება: ერთი სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილის მიმართ ჩემი სახელის და რეპუტაციის შელახვის გამო და მეორე - ლევან ყიფიანთან მიმართებაში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა სააგენტო IPN-თან საუბრისას და აღნიშნავს: „ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სახელი და რეპუტაცია, რომლის შელახვასაც სხვადასხვა დაინტერესებული ადამიანები თუ ჯგუფები, მათ შორის ძალიან გავლენიანი ადამიანები ცდილობდნენ ადრეც და ცდილობენ ახლაც“.
ქუმსიშვილი ასევე გმობს ბიზნესზე ზეწოლას და ამბობს, რომ "ყველამ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები, მაგრამ თუ ვინმე ამას იყენებს პირადი გამდიდრებისათვის ან პირადი სარგებლის მიღებისათვის, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე".
ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი კი, ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სახელმწიფო ჩინოვნიკები რეკეტს ახორციელებდნენ. ზაზა ოქუაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს უკვე 2 კვირაა ფარულ ჩანაწერებს აწვდის. ჩანაწერებში სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ასევე ირაკლი ჩუბინიშვილი ფიგურირებენ.
ჩანაწერებში, რომლის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, საუბარია „თბილისის თამბაქოს“ და „ოჯთ-ს“ შესაძლო პარტნიორობაზე და საერთო ბიზნესიდან მიღებული თანხების ე.წ ფონდში (პარტიაში) მიმართვაზე. ასევე 51 მლნ ლარის საგადასახადო ვალდებულებების რესტრუქტურიზებაში დახმარების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონის გადახდაზე და ძვირადღირებული ავტომობილების გადაფორმებაზე, რომელიც მაშინდელი მოქმედი და წინა ფინანსთა მინისტრებისთვის (ქუმსიშვილი, ხადური) უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss