| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს.
პირველი არხის ინფორმაციით, მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს. შესაბამისად, რეგლამენტში, რომლის პროექტიც ახლა განიხილება, პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისი აღარ იქნება მითითებული.
რაც შეეხება ქუთაისში მდებარე შენობას, პირველი არხის ინფორმაციით, შენობა სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრო შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის, საინფორმაციო ცენტრ 112-ის განთავსებას აპირებს.
„ამ საკითხზე მსჯელობა დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა. რეგლამენტი 15 კომიტეტში განვიხილეთ, პარლამენტის თითქმის არც ერთი წევრი არ დარჩენილა, რომელსაც ამაზე პოზიცია არ ჰქონდა. გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე არგუმენტია.
პარლამენტის ორ შენობაში მუშაობა საკმაოდ გართულებულია. როგორც ინსტიტუციას ეს ძალიან აზიანებს. ეს დამატებით ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. როცა პარლამენტარიზმისა და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება გვინდა, მთავრობისა და პარლამენტის სხვადასხვა ქალაქში ყოფნა ამ საქმეს ძალიან ართულებს.
იმისათვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და ხარჯები შემცირდეს, გადაწყვეტილება ადგილმდებარეობაზე მივიღეთ, რომ ეს იყოს თბილისი. შენობას თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება, შს სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს, რომელიც აპირებს, რომ ერთგვარი ჰაბისთვის გამოიყენოს და სერიოზული გეგმები აქვს. შენობა უფუნქციოდ არ დარჩება”, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss