| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია სილქნეტმა რებრენდინგზე განაცხადა.
მენეჯმენტის ცნობით, სილქნეტის მიერ ჯეოსელის შესყიდვის შემდეგ, სილქნეტი გაერთიანებული კომპანიის მთავარი ბრენდია, ჯეოსელი კი უცვლელი სახელით მის მობილურ მიმართულებას წარმოადგენს.
„ამიერიდან, სილქნეტი არის მთავარი ბრენდი, რომელიც მოიცავს უსაზღვრო შესაძლებლობებს: უყურო, მოუსმინო, ისაუბრო, შეიმეცნო, ასწავლო, გაერთო, აღმოაჩინო და უბრალოდ იყო ჩართული სილქნეტით. ჯეოსელის ლოგო - ყველასთვის კარგად ცნობილი იასამნისფერი ქვა - დაგვემშვიდობება. როგორც იცით, ჯეოსელი შვედური თელიას ჯგუფის წევრი კომპანია იყო, რომლის ლოგოა იასამნისფერი ქვა. რადგანაც ჯეოსელი აღარ არის ამ ჯგუფის ნაწილი, შესაბამისად, ლოგო კომპანიას აღარ ეკუთვნის. რაც შეეხება ჯეოსელის სახელს, იგი უცვლელი დარჩება და იქნება სილქნეტის, როგორც მთავარი ბრენდის მობილური მომსახურების მიმართულება. ასეთი გადაწყვეტილება კომპანიამ ჯეოსელის ბრენდის მიმართ არსებული საყოველთაო ემოციური ბმის საფუძველზე მიიღო. ამ გადაწყვეტილებას ბრენდის კუთხით ჩატარებული კვლევების შედეგებიც ამყარებს“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათი თქმით, „ერთად მიიღე ყოველდღიური ტექნოლოგიების სრული სპექტრი და შეუფერხებლად აკეთე რაც გინდა“ - ამ დაპირებას განახლებული ბრენდის მომხმარებელი სულ მალე, ახალი პროდუქტის მეშვეობით გამოცდის.
რებრენდიგის ფარგლებში შეიცვლება აქამდე არსებული მიდგომები და მომსახურების ოფისები. მომავალში კომპანია თავის მომხმარებელს განახლებულ მაღაზიებში მოემსახურება. ეს იქნება სივრცე უსაზღვრო შესაძლებლობებით, უნიკალური შეთავაზებებითა და კომფორტით.
ამჯერად კი, მიმდინარეობს გაერთიანებული კომპანიის ბრენდის სახეცვლილების პროცესი. ეს ცვლილებები 21 სექტემბერიდან გაერთიანებული კომპანიის მაღაზიების გარეთა ფასადზე აისახება. მალე, შეიცვლება თბილისისა და რეგიონების ყველა მაღაზიისა და მომსახურების ოფისის გარეთა ფასადი და ინტერიერი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss