ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დათო ჭიპაშვილი: ჰესების მშენებლობაზე უფრო ღრმა ანალიზი უნდა ჩატარდეს
მარიამ მინაძე
20 სექტემბერი, 2018, 17:30
დათო ჭიპაშვილი: ჰესების მშენებლობაზე  უფრო ღრმა ანალიზი უნდა ჩატარდეს

თბილისი (GBC) - ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წევრის დათო ჭიპაშვილი  მიიჩნევს, რომ ჰესების მშენებლობისას აუცილებელია საკითხის ფართო სპექტრით გაანალიზება მოხდეს . 

ჭიპაშვილმა GBC-სთან გასულ წელს, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულ იმ კვლევაზე საუბრობს, რომელიც 3 დიდი ჰესის მშენებლობისას  სავარაუდო  სცენარებს განიხილავს. 

მსოფლიო ბანკმა კვლევა მთავრობის თხოვნით მოამზადა. სამუშაო ანგარიშში განხილულია ნენსკრა ჰესის , კორომხეთი ჰესის და ნამახვანჰესის პროექტები. ხუდონჰესი მთავრობის თხოვნით კვლევაში ნაგულისხმევი არაა.

„მწვანე ალტერნატივას“ წევრი ამბობს, რომ მსოფლიო ბანკის  ეს კვლევა თვალშისაცემია იმ თვალსაზრისით, სამივე სცენარის მიხედვით რეგიონში მაინც ყველაზე მაღალი ტარიფი საქართველოს ექნება.

ძირითად პრობლემას ქმნის შესაძლო ჭარბი ელექტროენერგია და მთავრობის მიერ გაცემული  გარანტირებული შესყიდვის ფასი (საშუალოდ 6.2 ცენტი), განსაკუთრებით მაშინ თუ საექსპორტო ბაზრებზე ფასები შესაბამისად არ გაიზრდება, ან უფრო უარესი, შემცირდება.

"ყველაზე ცუდ შემთხვევაში დიდი ჰესების მშენებლობის შემდეგ, ჭარბი ენერგია უბრალოდ დაიკარგება,  რადგან ექსპორტზე სიძვირის გამო ვერ გავა. იმ პერიოდში, როდესაც საკუთარი ინვესტიცია უკვე ასახული ექნება ტარიფში, ფასი   2030 წლისთვის  27.5 თეთრამდე გაიზრდება", - აღნიშნავს ჭიპაშვილი. 

მისი თქმით, ერთ-ერთი სცენარი გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული ჰესები არ განხორციელდება და ამ შემთხვევაში 2030 წლისთვის 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის  ტარიფი 19.3 თეთრი იქნება.

ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბანკის ეს კვლევა არ არის  სრულყოფილი და არ მოიცავს სექტორის სრულ ანალიზს. შეფასება  გაკეთებულია  მხოლოდ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებზე დაყრდნობით.  შესაბამისად, მისი თქმით, აუცილებელია მოხდეს საკითხის ფართე სპექტრით გაანალიზება და მისი ეკონომიკური და გარემოზე გავლენის თვალსაზრისით სრული და დეტალური შესწავლა.

“ჩვენ  ვერ ვიტყვით, რომ კვლევა არასწორია, აქ გაანალიზებულია ფისკალური ეფექტი, თუმცა ეს არის სწორედ ის ისეთი კვლევები, რომელსაც მთავრობა უნდა აკეთებდეს”, - აცხადებს ჭიპაშვილი.

ის, რომ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებში პრობლემას ხედავდა საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის, სავალუტო ფონდი ახალი არ არის. გასულ წელს სსფ ჰესების მშენებლობისას გარანტირებული შესყიდვების დარეგულირებას ცალსახად ითხოვდა, რის გამო, 2018 წლის იანვარში  ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები (PPAs) გაუქმდა.

აღნიშნული ცვლილება არ ეხება  უკვე გაფორმებულ მემორანდუმებს. ასევე შესაძლებელია  სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს  კვლავ მისცენ გარანტირებული ტარიფი, გამონაკლისის სახით, თუმცა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ ფისკალური რისკების დეტალური შეფასების შემდეგ. 

დღეს მედიაში გავრცელებულ მსოფლიო ბანკის კვლევას გამოეხმაურა ეკონომიკის სამინისტროც და  ელექტროენერგიის ტარიფების შესაძლო მკვეთრი მატერების შესახებ  ინფორმაციას მტკნარი სიცრუე უწოდა.

უწყებაში ამბობენ, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული შიდა მოხმარების შეფასება  და რეკომენდაციები გულისხმობდა მხოლოდ ერთ ასპექტს - ფისკალურ ანალიზს.

„საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორის განვითარების ოპტიმალურ სტრატეგიაზე, რათა, ერთი მხრივ, მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული, მეორე მხრივ კი  კიდევ უფრო განმტკიცდეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა“, - განაცხადა ქობულიას უწყებამ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები