ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გამოიწვევს თუ არა ჰესების მშენებლობა ელექტროენერგიის ტარიფების კატასტროფულ ზრდას - ეკონომიკის სამინისტრო განმარტებას აკეთებს
20 სექტემბერი, 2018, 15:14
გამოიწვევს თუ არა ჰესების მშენებლობა  ელექტროენერგიის ტარიფების კატასტროფულ ზრდას - ეკონომიკის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

თბილისი (GBC) -  ეკონომიკის სამინისტრო ელექტროენერგიის ტარიფების შესაძლო მკვეთრი მატარების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს. 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა მსოფლიო ბანკის 2017 წელს მომზადებული სამუშაო დოკუმენტი, რომელის რეკომენდაციები ფისკალური ანალიზისთვის იყო განკუთვნილი. 

„რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, მტკნარი სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

 რეალურად, დაახლოებით ერთი წლის წინ, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მოამზადეს სამუშაო ხასიათის რეკომენდაციები, რომელიც შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და არ იყო საბოლოო დასკვნა. რეკომენდაციები გულისხმობდა მხოლოდ ერთ ასპექტს - ფისკალურ ანალიზს.

 ჩვენი ხელისუფლების პირობებში ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მასშტაბურია უცხოელი ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი სერიოზულობითა და სიფრთხილით ვეკიდებით მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ფასის საკითხებს.

 შესაბამისად,  საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორის განვითარების ოპტიმალურ სტრატეგიაზე, რათა, ერთი მხრივ, მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული, მეორე მხრივ კი  კიდევ უფრო განმტკიცდეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები