ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება
წყარო: ეკონომიკის სამინისტრო
20 სექტემბერი, 2018, 12:06
სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება

თბილისი (GBC) -  სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება.

შესაბამისი ცვლილებები „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ უკვე შევიდა.

ცვლილების მიხედვით, ICAO-ს Doc 9379-ის და მისი რეკომენდირებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თოთხმეტიდან ექვსამდე მცირდება სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისათვის სამოქალაქო ავიაციის პილოტის მოწმობის მისაღებად ჩასაბარებელი თეორიული გამოცდების რაოდენობა.

კერძოდ, ავიაკომპანიის სატრანსპორტო/კომერციული პილოტის მოწმობაზე განმცხადებელმა ნაცვლად ამჟამად დადგენილი საგნებისა (1.საჰაერო სამართალი; 2.საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (პლანერი/სისტემები/ძალური დანადგარები); 3.საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (სახელსაწყო აღჭურვილობა); 4.მასა და ბალანსი;  5.საფრენოსნო მახასიათებლები; 6.საფრენოსნო დაგეგმვა და ზედამხედველობა; 7.ადამიანური შესაძლებლობები; 8.მეტეოროლოგია; 9.ზოგადი ნაოსნობა; 10.რადიონავიგაცია; 11.საექსპლუატაციო წესები; 12.ფრენის საფუძვლები; 13.ვფწ ფრაზეოლოგია; 14.სფწ ფრაზეოლოგია), თეორიული გამოცდები უნდა ჩააბაროს  შემდეგ საგნებში: 1. საჰაერო სამართალი; 2. საფრენოსნო დაგეგმვა და ზედამხედველობა; 3. ადამიანური შესაძლებლობები; 4. საექსპლუატაციო წესები; 5. ვიზუალური ფრენის წესების ფრაზეოლოგია; 6. სახელსაწყო ფრენის წესების ფრაზეოლოგია.

ამასთან, მოყვარული პილოტის მოწმობის მაძიებელმა ნაცვლად ამჟამად დადგენილი საგნებისა (1.საჰაერო სამართალი; 2. საჰაერო ხომალდის ცოდნა; 3.საფრენოსნო მახასიათებლები და დაგეგმვა; 4.ადამიანური შესაძლებლობები; 5.მეტეოროლოგია; 6. ნაოსნობა; 7.საექსპლუატაციო წესები; 8.ფრენის საფუძვლები; 9.ფრაზეოლოგია), თეორიული გამოცდები უნდა ჩააბაროს შემდეგ საგნებში: 1. საჰაერო სამართალი; 2.ადამიანური შესაძლებლობები; 3. საექსპლუატაციო წესები; 4. ფრაზეოლოგია.

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტების სამხედროდან სამოქალაქო ავიაციაში კონვერტაციის პროცესს. (სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანება „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/CertificationandLicensing.php)

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები