ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
თბილისში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია -  დსთ-ს ფეროშენადნობთა ბაზარი  გაიმართება
19 სექტემბერი, 2018, 13:54
თბილისში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია -  დსთ-ს ფეროშენადნობთა ბაზარი  გაიმართება

თბილისი (GBC) - 20-21 სექტემბერს, თბილისში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია - „დსთ-ს ფეროშენადნობთა ბაზარი“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია უკრაინული ორგანიზაცია „მეტალ-ექსპერტი“.

კონფერენციაში მსოფლიო ფეროშენადნობთა ბაზრის ლიდერი კომპანიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის - უკრაინიდან, რუსეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან (ჯამში - 222 დელეგატი). ხოლო თბილისში ღონისძიებას ფეროშენადნობი პროდუქციისა და მანგანუმის მწარმოებელი კომპანიები უმასპინძლებენ.

კონფერენციის მიზანი სფეროში მიმდინარე მოვლენების, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ურთიერთგაზიარებაა. ის ქართულ კომპანიებს მეტალურგიის მსოფლიო რუკაზე პოზიციის გამყარების შესაძლებლობას მისცემს, ასევე ხელს შეუწყობს დარგის გაძლიერებას.

კონფერენციის მსვლელობისას გაიმართება დისკუსია, ანალიტიკოსთა სესია, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, ინდივიდუალური მოლაპარაკებები აწარმოონ.

კონფერენციის პლატინის სპონსორია შპს „ჯორჯიან მანგანეზი“. ღონისძიებას სასტუმრო „ბილტმორ-თბილისი“ უმასპინძლებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები