ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
მთავრობა ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებებს დათანხმდა
19 სექტემბერი, 2018, 11:13
მთავრობა ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებებს დათანხმდა

თბილისი (GBC) - მთავრობა ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებებს დათანხმდა.

მთავრობის განკარგულებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი, ვადაგადაცილებით შესრულების, ან შეუსრულებლობის გამო სანქციები არ დაეკისრება.

აღსანიშნავია, რომ  „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება კონფიდენციალურია.

 ანაკლიის პორტის  ინვესტორები  მთავრობას ხელშეკრულებებში ცვლილებებს რომ სთხოვდნენ ივლისში გახდა ცნობილი. მაშინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ ინვესტორთან საკონტრაქტო ურთიერთობა მსგავს პრაქტიკას ითვალისწინებს. 

„თუ არის და იქნება შესაძლებელი, იმის გათვალისწინებით, რა მნიშვნელობის პროექტია,  როგორც ყველა სხვა პარტნიორთან მიმართებაში,  გავითვალისწინებთ (ინვესტორის თხოვნას) რა თქმა უნდა,  ჩვენთვის მთავარი და პირველი რიგის ინტერესია სახელმწიფოს ინტერესი იყოს დაცული და შემდეგ კონსორციუმის ინტერესი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და ისიც აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის მნიშვნელოვანი. 

რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას. ადგილზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. 16 სექტემბრიდან ფსკერის დაღრმავება დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა  დამაღრმავებელმა  გემმა "ათენა“.

გემი „ათენა“ ზღვის ფსკერის დაღრმავებისა და ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღების, ამოტუმბვის და მისი ნაპირზე განთავსების სამუშაოებს შეასრულებს.

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, წლის ბოლომდე, 75 მილიონ დოლარზე მეტი იქნება დახარჯული. პირველი ფაზის მშენებლობა ჯამში 600 მლნ დოლარამდე დაჯდება.

ანაკლიის პორტი გემების მიღების დაწყებას 2021 წლიდან გეგმავს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები