ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი დაინიშნა
18 სექტემბერი, 2018, 11:48
აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი დაინიშნა

თბილისი (GBC) - აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლის პოზიციას ტარიელ გიორგაძე დაიკავებს.

ახალი წარმომადგენელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძე, რეგიონში მოქმედ 200- მდე კერძო სექტორის წარმომადგენელს წარუდგინეს. 

„აჭარის რეგიონი გამოირჩევა ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით მაღალი აქტივობით, მიმდინარეობს და დაგეგმილია საინვესტიციო პროექტები. აქ წარმოდგენილები არიან, როგორც ქართველი ასევე,  უცხოელი ინვესტორები. აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლის  დანიშვნა  ადგილობრივ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციას კიდევ უფრო გააქტიურებს. ჩვენი რეგიონული შეხვედრების დროს  ბიზნესმენები ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სწორედ ადგილობრივ თვითმართველობასთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციის საკითხს აყენებდნენ და ვფიქრობ  ჩვენი წარმომადგენლის დანიშვნა მეწარმეებს დაეხმარებათ ამ საკითხის მოგვარებაში. საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ახალი პლატფორმის მიზანია დავეხმაროთ და  მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად აღმოვფხვრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ბიზნესმენებს კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში ექმნებათ. მინდა წარმატებები ვუსურვო ტარიელს ახალ პოზიციაზე. “ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 ტარიელს აქვს  მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ასევე,  ფლობს  ამერიკის ეკონომიკური განათლების ნაციონალური საბჭოს დიპლომს.   მას აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საჯარო, ასევე, კერძო და არასამთავრობო სექტორში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები