ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტს ლევან სურგულაძე დაიკავებს
17 სექტემბერი, 2018, 13:39
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტს ლევან სურგულაძე დაიკავებს

თბილისი (GBC) - სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტს ლევან სურგულაძე დაიკავებს - საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია.

სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე საჯარო კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა, სულ შემოვიდა 70 განაცხადი.

შემოსული განაცხადებიდან კონკურსის ფინალური ეტაპისთვის სამეთვალყურეო საბჭომ 8 კანდიდატი შეარჩია -  მათ 14 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საბჭოს წევრებთან გასაუბრება გაიარეს.

სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცა.

როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აღნიშნა, მისი თანამდებობაზე დანიშვნისას მთავარი ფაქტორები იყო -პროფესიონალიზმი, მდიდარი სამუშაო გამოცდილება და ამ პოსტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

ლევან სურგულაძე 05.11.1958 წ. დაიბადა, ის საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობამდე სს კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები