| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლევან ყიფიანმა "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.
პირველი რადიოს ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ თავად ყიფიანმა გაავრცელა.
"მეგობრებო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებებს" - წერს ყიფიანი Facebook-ში თავის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა.
გავრცელდა ფარული აუდიო ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. აუდიოჩანაწერებში ყიფიანი კომპანიას 51 მლნ ლარის დავალიანების რესტრუქტურიზებაში დახმარების სანაცლოდ 3 მლნ ლარის გადახდაზე ესაუბრება. თანხის ნაწილი ლობირების სანაცლოდ კონკრეტულ პირებზე უნდა გადანაწილდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss