| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- საჯარო სკოლების მასწავლებლის ხელფასი სამჯერ გაიზრდება, - განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ახალი ხედვის წარდგენისას.
რეფორმით გათვალისწინებულია, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასმა 1500 ლარს უნდა მიაღწიოს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარი და მეტი უნდა გახდეს.
ამასთან, 2018-2019 წელს კი გაზრდილ ხელფასს 10 ათასამდე პედაგოგი მიიღებს.
„ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაცია ამ დიდი პროექტების განსახორციელებლად. განათლების რეფორმაში იქნება ხუთი მიმართულება ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი და მეცნიერება. სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან სწორედ განათლება ადრეული ასაკიდან აისახება შემდეგ საფეხურებზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss